დღეს, 29 აპრილს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში გამოცდების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლების დირექტორებს შეხვდება .
გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. ამასთან დაკავშირებით, მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლებები საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლის დირექტორთან გამართავენ შეხვედრას, სადაც გამოსაშვები გამოცდები ტარდება.
სკოლის დირექტორებს გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. დირექტორები მიიღებენ ბოლო ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს საგამოცდო პროცესი სკოლებში.
ანალოგიურ შეხვედრას აჭარის და გურიის რეგიონის სკოლების დირექტორებთან გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 1-ელ მაისს ბათუმში გამართავს, ხოლო სამეგრელო და ზემო სვანეთის სკოლების დირექტორებს 2 მაისს ზუგდიდში შეხვდება.