დღეს, 29 აპრილს, დიდ ბრიტანეთში სამეფო ქორწილი გაიმართება. სამეფო ქორწილში მსოფლიოს 46 სამეფო ოჯახია მიპატიჟებული. სტუმართა შორის მსოფლიოს 50 სახელმწიფოს პირველი პირიცაა.
საქორწლინო ცერემონიალის პირველ რიგს უილიამისა და ქეითის ნათესავები დაიკავებენ. უკვე ცნობილია, კონკრეტული ადგილებიც კი, ვინ სად განთავსდება - პირველ რიგს ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე ფილიპი დაიკავებენ, იქვე იქნებიან პრინცი ჩარლზი მეუღლესთან ერთად და პრინცი ჰარი, მათ გასწვრივ ქეითის მშობლები ქეროლ და მაიკლ მიდლტონები და მისი ძმა ჯეიმსი დასხდებიან.
ქორწილში 2 ათასი კაცია დაპატიჟებული, მათ შორის სამეფო წყვილის მეგობრები, ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები.
ქორწილის ცერემონიალის სანახავად ლონდონში 600 ათასზე მეტი კაცია ჩასული, ხოლო მის ტელეტრანსლაციას მსოფლიოს მაშტაბით 2 მილიარდამდე მაყურებელი ნახავს. დიდ ბრიტანეთში იმყოფება მსოფლიოს ყველა წამყავნი ტელევიზია.
საქორწინო ცერემონიალი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 14:00 საათზე) დაიწყება და საათსა და 15 წუთს გასტანს, რის შემდეგაც სამეფო კორტეჟი ბუკინგემის სასახლეში გაემართება.
ლონდონში თბილ, მაგრამ წვიმიან ამინდს ელიან.
საქორწინო ცერემონიალის დროს მთელ ბრიტანეთში ქუჩის ზეიმებიც მოეწყობა.