29 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ექსპოზიცია გამოჩენილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეების, თექისა და გობელენის ოსტატების ნამუშევრებს უმასპინძლებს.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ჯაბა მურცხვალაძის ცხოვრება იქნება წარმოდგენილი. რუსთაველის თატრში იმ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა 18 წლის ჯაბა მურცხვალაძეს უსახსოვრეს.
ჯაბა მურცხვალაძემ რვა წლის ასაკში სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავზე ფეხი აიდგა. მას შემდეგ მამამისი, გოგიტა მურცხვალაძე, ატარებს უამრავ საქველმოქმედო აქცია-კონცერტს, აწყობს გამოფენა-გაყიდვებს შვილის სრული რეაბილიტაციისთვის.