რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პედოფილების ქიმიური კასტრირების კანონპროექტი შეიმუშავა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა.
ბასტრიკინის თქმით, დოკუმენტი უცხოური პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მომზადდა. იგი ითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც, მრავალი ევროპოული ქვეყანა პედოფილებისთვის პრეპარატს იყენებს, რომელიც ტესტოსტერონის მამაკაცური ჰორმონის მოქმედებას აბრკოლებს და ამით მათ სექსუალურ გატაცებას აქვეითებს.
პედოფილების "კასტრირების" აუცილებლობაზე ბასტრიკინი ჯერ კიდევ 2010 წლის ივნისში საუბრობდა. ამასთან, იგი მოითხოვდა, პედოფილებისთვის პირობითი მსჯავრი მოეხსნათ.
უფრო ადრე კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმის ასახვას, რომელიც მათ ქიმიურ კასტრირებას ითვალისწინებდა, ვინც არასრულწლოვნებზე ძალადობა განახორციელა, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატა ითვალისწინებდა.
2009 წელს რუსეთში ბავშვების სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 9,5 ათასი დანაშაულია ჩადენილი, რაც 960-ზე მეტ გაუპატიურების ფაქტს მოიცავს.