ნახევრად დამწვარი სახლი, სადაც ბავშვობაში ამერიკელი მომღერალი მადონა ცხოვრობდა, 48, 6 ათასი დოლარის საფასურად გასაყიდად გაიტანეს.
ორსართულიანი შენობა, რომლის ფართიც 245 კვადრატული მეტრია, მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერ-ჰილზში მდებარეობს.
ხანძარი 2008 წელს იმ დროს მოხდა, როცა მისი იმდროინდელი მფლობელები შინ არ იყვნენ. ამ დროისთვის უძრავი ქონება ბანკის საკუთრებაა.
შეგახსენებთ, მადონა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არაერთი უძრავი ქონების მფლობელია. კერძოდ, მას ლონდონში ექვსი სახლი აქვს, ფლობს ტაუნჰაუზს და ბინას ნიუ-იორკში, ხოლო ბევერლი-ჰილზზე კიდევ ერთი სახლის მფლობელია.