პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ხელახლა შემოწმება კი არ უნდა დაიწყოს, არამედ ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტმა სახალხო დამცველი პარტნიორად უნდა აღიქვას და არ არის საჭირო მის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების "გადამოწმება", საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება.