ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ აშშ და სამხრეთ კორეა გააკრიტიკა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები ჩრდილოეთ კორეაზე სასურსათო დახმარების შეწყვეტის გამო ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა და ამის შესახებ მას ჩრდილოეთის ლიდერმა კიმ იონგ-ილმა განუცხადა.
"ჩრდილოეთ კორეას დახმარება სჭირდება. ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა მიიღოს საკვები, სამხრეთ კორეა და აშშ კი ცდილობენ ეს უფლება დაუკარგონ. ჩრდილოეთ კორეელები ნამდვილად ძალადობის ქვეშ არიან", - განაცხადა კარტერმა.
კარტერის თქმით, აღნიშნული პრობლემაზე სალაპარაკოდ ის ყოველთვის მზად იქნება სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიუნგ-ბაკს ესტუმროს.
სამხრეთ კორეამა და აშშ-მა საკვები პროდუქტების გადაზიდვა ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე კვირის წინ შეწყვიტეს.