გლდანი-ნაძალადევის გამგეობისა და მუხიანის მუნიციპალიტეტის დახმარებით მუხიანის პირველი მიკრორაიონის მესამე კორპუსში სანიაღვრე სისტემა მთლიანად გამოიცვლება.
ადგილობრივი სამუშაო დღეს გლდანი-ნაძალადევის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ და მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჯინჭარაძემ დაათვალიერეს.
როგორც ჯინჭარაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებიან და პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.