საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დარგეს 300 ნერგი სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები. აქციის მიზანი იყო ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და მაგალითის მიცემა ყველა მოქალაქისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მსგავსი ტიპის სოციალურ აქციებს აქამდეც ახორციელებდა და მაქსიმალურად გამოიყენებს არასაარჩევნო პერიოდს იმისათვის, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გამართოს.