საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე სასჯელაღსრულებისა და დევნილთა სამინისტროების ხელმძღვანელების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ამის შესახებ თარგამაძემ პარლამენტში სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშისა და "ქრისტიან-დემოკრატების" შეხვედრის დროს განაცხადა.
"მთავრობის ზოგიერთი წევრი და სახელმწიფო მოხელეების ერთი ნაწილი სახალხო დამცველის ანგარიშში მხოლოდ ერთგვარ სტატისტიკას ხედავენ და არა ამ ციფრების უკან მდგარ ადამიანების ტრაგედიას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მყარად დადგეს ევროპული განვითარების გზაზე და ამიტომ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს", - აღნიშნა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში იძლევა იმის საფუძველს, რომ დადგეს არ მხოლოდ ცალკეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხიც, კერძოდ კი ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის.