7-დღიანი შეტაკებების შემდეგ, ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. შეტაკებები აღნიშნული ქვეყნების საზღვარზე მიმდინარეობდა.
"ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწუვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სასაზღვრო საგუშაოები ისევ გაიხსნება და საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან", - განაცხადა ტაილანდის მთავრობის წარმომადგენელმა პანიტან ვატანაიაგორმმა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა.
ტაილანდი და კამბოჯა ერთმანეთს საზღვართან არსებული ტაძრების დარბევაში ადანაშაულებენ. ორმხრივ შეტაკებებს გასულ კვირას 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა.