სააგენტო AP - ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 176-მდე გაიზარდა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, სტიქიას ყველაზე მეტი ადამიანი ალაბამასა და მისისიპის შტატებში ემსხვერპლა. ტორნადომ რამდენიმე ადმაიანის სიცოცხლე ტენესში, ჯორჯიასა და ვირჯინიაშიც იმსხვერპლა.
ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამი ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შესახებ.
ქარიშხალმა არკანზასში რამდენიმე სახლი დაანგრია.
გარკვეული ზიანი მიადგა არკანზასში განლაგებულ სამხედრო საჰაერო ძალების ბაზასაც.
რამდენიმე ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ადგილობრი მაცხოვრებლები აცხადებენ მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი არკანზასში 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.