დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და გუდაურის მენეჯმენტის თბილისის მერიის მმართველობაში გადაცემა გააპროტესტა.
"არა მხოლოდ ფედერალური, არამედ დედაქალაქის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა. არავინ იცის, თანხები რისთვის იხარჯება. მაინტერესებს, რა უფლებით იღებს დედაქალაქის მთავრობა გუდაურის მენეჯმენტს, რომლის დასაკმაყოფილებლადაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული",_აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისი თქმით, თავის დროზე, როცა იგი ამ საკითხით დაინტერესდა, დედაქალაქის ხელისუფლებაში განუმარტეს, რომ თბილისის ბიუჯეტიდან გუდაურის მენეჯმენტისთვის ერთი ცენტიც არ დაიხარჯებოდა. თუმცა დღესდღეობით სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს. დოლიძის თქმით, გუდაურისთვის ასეთი კოლოსალური თანხის გამოყოფის ფონზე გაუგებარია, დედაქალაქის მთავრობამ რატომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რომ ჯანდაცვის პროგრამებისთვის, მთლიანობაში, მილიონნახევარი ლარი გამოეყოთ.
კერძოდ, ვიქტორ დოლიძე გუსისხლძარღვთა მკურნალობისთვის 60 ათას ლარს, ლეიკემიისთვის_24 ათას ლარს, ჰემოფილიისთვის_55 ათასს, შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთის 148 000 ლარს და სხვა დაავადებების სამკურნალოდ კონკრეტულ თანხებს ითხოვდა.
ვიქტორ დოლიძის აზრით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერს_გიგი უგულავას დაეკისრება. ამასთან, დოლიძე გუდაურისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებითაც ეჭვს გამოთქვას.
ასევე, ვიქტორ დოლიძემ საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეებს მოუწოდა, გუდაურის მენეჯმენტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას არ დათანხმდნენ, რადგან ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვებათ.