ქუთაისის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტს მეოთხე დღეა პოლიცია ეძებს. ირაკლი ბაღიშვილი აღდგომის ღამეს გაუჩინარდა. 24 აპრილს მან მეგობრებთან ერთად ბაღდადის რაიონის სოფელ დიდველაში იქეიფა, რის შემდეგადაც გაუჩინარდა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ის შესაძლოა უბედური შემთხვევის მსხვერპლია და სოფლის საცალფეხო ხიდიდან ადიდებულ მდინარეში გადავარდა.