ეგვიპტეში ფარაონ ამენხოტეპ მესამის (ქვეყანას ჩვ.წ. აღ-მდე 1388-1351 წლებში მართავდა) ყველაზე დიდ ქანდაკებას მიაკვლიეს. ქანდაკება ნილოსის მარცხენა სანაპიროსთან მდებარე ამავე ფარაონის უძველეს ტაძარში, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა.
13 მეტრისა და 65 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება ფერადი კვარციტისგანაა დამზადებული და თავის დროზე იგი ამენქოტეპ მესამის ტაძრის ჩრდილოეთ შესასვლელს ამშვენებდა. მთლიანობაში, ასეთი ქანდაკება ორი იყო. ისინი ჩვ-წ. აღ-მდე 27 წელს მომხდარი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.
მეცნიერები ამ ქანდაკების სილისგან გასუფთავებას უკვე შეუდგნენ. თუმცა ამ ეტაპზე ქანდაკების თავის აღმოჩენით არიან დაკავებულნი. ქანდაკებას რესტავრაციას ჩაუტარებენ და თავის პირვანდელ ადგილზე, ამენხოტეპის ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან დადგამენ. არქეოლოგები მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან მეორე ანალოგიური ქანდაკების ძიებას.
ფარაონ ამენხოტეპ მესამე ძველი ეგვიპტის ისტორიაში წინააღმდეგობრივ ფიგურად მიიჩნევა. მისი მმართველობის ხანა ძველეგვიპტური ცივილიზაციის აღორძინებას ემთხვევა, რასაც ტაძრების გრანდიოზული კომპლექსი ადასტურებს. ამავდროულად, ამავე ფარაონის ეპოქაში თვითმართველობამ უპრეცენდენტო მასშტაბს მიაღწია, გატარებული რეფორმა კი იმდროინდელ ეგვიპტელებზე მტკივნეულად აისახა.