ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია საკუთარ ავტოგასამართი სადგურების ქსელს აფართოვებს და თბილისში კიდევ ორ ახალ ობიექტს ხსნის. ავჭალაში ახალი ავტოგასამართი სადგურის პრეზენტაციას დღეს ევროპის უმსხვილესი ბანკის BNP Paribas Geneva ა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
"ჩვენს სავაჭრო ოპერაციებს მთლიანად ევროპის უმსხვილესი ბანკი BNP Paribas Geneva აფინანსებს. მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გვეხმარება კომპანიის მუდმივ ზრდაში. ამასთანავე BNP Paribas -ის მხარდაჭერა საშუალებს გვაძლევს ნავთობზე საერთაშორისო ფასების მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით შევინარჩუნოთ ოპტიმალური ფასები ჩვენს საცალო ქსელში", - განაცხადა ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ფხაკაძემ.
სს
2009 წელს ვისოლმა 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და კვირის ბოლომდე კიდევ ორ ახალ ავტოგასამართ სადგურს გახსნის ქუთაისში, ხოლო 2010 წელს ქვეყნის მასშტაბით კიდევ 15-მდე ახალ ავტოგასამართ სადგურს ააშენებს.
"თითოეული ახალი ავტოგასამართი სადგურის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა ვისოლი ჩვეული განვითარების ტემპით მიყვენა და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. თითოეულ ავტოგასამართ სადგურზე საშუალოდ 15-20-მდე ადამიანი საქმდება. დღეისათვის 2 ათასი თანამსრომლით ვისოლი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში", - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
ვისოლის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება. ვისოლის ქსელში საწვავის მიწოდების მაღალტექნოლოგიური სისტემა საწვავის ზუსტ ჩასხმას უზრუნველყოფს. დღეისათვის ვისოლს ქვეყნის მასშტაბით 75 ავტოგასამართი სადგური აქვს, საიდანაც 35 თბილისში ხოლო 40 რეგიონებში მდებარეობს. დღეისათვის ვისოლს ავტოგასამართი სადგურს ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში.