საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში გაემგზავრა. დასავლური მედიის ინფორმაციით, კუშნერის ვიზიტი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედგების გამოიცხადებასა და ქვეყანაში არჩევნების შემდგომ შექმნილ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება.
კუშნერი ქაბულში მოლაპარაკებებს გამართავს ავღანეთის ხელისუფლებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ 20 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ფალსიფიცირებით ჩარტარდა, დღემდე გამოცხადებული არ არის.
საჩივრების განმხილველმა კომისიამ საარჩევნო ბიულეტენების 10%-ის ხელახალი დათვლა განახორციელა.