ამ ძალმომრეობის და გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, იქნება ახალი არჩევნები! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება: მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.
ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!", - აცხადებს პრეზიდენტი.