საქართველოში ლიჯისტიკური ცენტრების მოწყობით ექვსი უცხოური კომპანია დაინტერესდა, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტში ჩართვით და საქართველოში ოპერირებით ექვსი აღმოსავლეთ ევროპული კომპანიები დაინტერესდნენ. ამ კომპანიების მიერ შემოთავაზებული წინადადებები, განსახილველად მავრობის უახლოეს სხდომაზე გავა და სწორედ მინისტრთა კაბინეტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ რომელი კომპანია განახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობას.
"უკვე არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი იმ კომპანიებისა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი სახელმწიფოსთან ერთად ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა", - აღნიშნა კვეზერელმა.