დღეს, 19 აპრილს, 10:00 საათზე, NATO-ს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონფერენციის - "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება პრეკონფერენცია "საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი განვითარებისთვის".
აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ხელშეწყობით.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებას და ტექნოლოგიების მდგრად და უსაფრთხო განვითარებას.
NATO-ს მიერ დაფინანსებული კონფერენცია - "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - სტუ-ში 2024 აპრილს ჩატარდება.