ქვესადგურ „ზაჰესი-35"-ში კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო 19 და 20 აპრილს, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს და ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.