ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო სამი რაკეტის წარმატებული გამოცდა ჩაატარეს. რაკეტები ადგილობრივი ინჟინრების მიერ იყო შემუშავებული. ეს განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აჰმად ვაჰიდმა გააკეთა.
"რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმატებით გავუშვით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები "შაჰინი" და "შალამჩა" და ამის შედეგად ისინი ირანის შეიარაღებაში შევიყვანეთ", _ განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ირანმა ასევე წარმატებით განახორციელა სამამლო წარმოების რაკეტის "ზაფარის" გამოცდა.
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ამ რაკეტის ფრენის სისწრაფე "მსოფლიოში ყველზე მაღალია" და აღნიშნა, რომ მალე ქვეყნის შეიარაღებაში ეს რაკეტაც შევა.