კორპორაცია Google სერვის Google Video-ს დახურავს. გამომცემლობა Mashableის ცნობით, ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს. უკვე 29 აპრილიდან სერვისზე ჩატვირთული ვიდეორგოლები აღარ გამოისახება. თუმცა მომხმარებლებს თავისი ჩანაწერების კომპიუტერში ჩატვირთვა 13 მაისამდე შეეძლებათ. ამის შემდეგ ყველა ვიდეორგოლი სერვერიდან გაუჩინარდება.
გამოცემის აზრით, Google-ის ვიდეოსერვისის დახურვა YouTube-ის ჰოსტინგს მეტ პოპულარობას შემატებს, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წლიდან ინტერნეტგიგანტის კონტროლქვეშ გადავიდა.
შეგახსენებთ, 2009 წლის მაისიდან Google Video-ზე ახალი ვიდეორგოლების ჩამოტვირთვა შეუძლებელი იყო.