რიყის განაშენიანების პროექტის საჯაროობასთან დაკავშირებით დავით საგანელიძის მოთხოვნას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი გურამ თავაძე გამოეხმაურა.
თავაძის განცხადებით, რიყის რეაბილიტაციის პროექტზე მერიის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან არანაირი ნებართვა არ გაცემულა.
"არქიტექტურის სამსახურში შემოტანილია ესკიზი, რომელიც იტალიელ არქიტექტორს, ფუქსასის ეკუთვნის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი შესწავლა და განხილვა. ასე რომ, არსებული ინფორმაცია, თითქოს რიყის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვაა გაცემული, სიმართლეს არ შეესაბამება",- განაცხადა თავაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე რიყის განაშენიანების პროექტის საჯარო განხილვასა და მასში სპეციალისტების მონაწილეობას მოითხოვს.