მარნეულში კერძო სახლის ამორტიზებული შენობის ნაწილის ჩამონგრევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მეორე ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მარნეულის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, შენობა მიტოვებული იყო, სადაც უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.
სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს იკვლევენ.