ხვალ, 19 აპრილს, 14:00 საათზე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის წევრები გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში ანსამბლის წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულ სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგებს დარგავენ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივის_ „დარგე ხე, გაამწვანე გარემო" აქციაში ქართული ნაციონალური ბალეტი პირველად მონაწილეობს.