იაპონიის ხელისუფლება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმების გადახედვას აპირებს, თუმცა საუბარი მშვიდობიან ატომზე სრულ უარის თქმაზე არ მიდის. ეს განცხადება დღეს იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა გააკეთა.
"იაპონიამ თავიდან უნდა გადახედოს თავის ატომურ პოლიტიკას. წამოდგენილი და უკვე დამტკიცებული პროექტების რეალიზაციას კი მათ სრულ შემოწმებამდე არ დავიწყებთ", _ განაცხადა კანმა.
2030 წლისთვის იაპონიას გეგმაში კიდევ 14 ატომური ელექტროსადგურის აშენება ჰქონდა.