ბელორუსის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა გამზირზე, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის სახლი მდებარეობს, მოძრაობა გადაკეტილია.
სამართალდამცველები გადაადგილების უფლებას არც ფეხით მოსიარულეებს აძლევენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა პანიკაშია, თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული შემთხვევა ტერორისტული აქტის გაგრძელებას, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
მანქანა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ცენტრალური გამზირიდან სხვა ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მინსკში, 11 აპრილს, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება მოხდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 130-მდე მოქალაქე კი დაშავდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.
აღნიშნულის გამო ბელორუსში 13 აპრილი გლოვის დღედაა გამოცხადებული.