ნატო-მ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთით, კადაფის სამხედრო ძალების საბრძოლო მარაგი გაანადგურა.
როგორც ტელეკომპანია "CNN"-ი იუწყება, კადაფის სამხედრო ძალებს მისრატასა და სხვა ქალაქების დასაბომბად საბრძოლო მასალა აღნიშნული ობიექტიდან მიეწოდებოდათ.
ლიბიის კრიზისის განსახილველად არაბთა ლიგა მომავალ კვირას შეხვედრას მოაწყობს, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი უხელმძღვანელებს. სხდომას ევროკავშირის საგარეო საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი.