თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 37 ყოფილი კუბელი პოლიტპატიმარი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მადრიდის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. მთლიანობაში, ესპანეთთის დედაქალაქში 245 ადამიანი ჩავიდა.
23 მარტს კუბის კომუნისტურმა მთავრობამ უკანასკნელი დისიდენტები გაათავისუფლა, რომლებიც 2003 წელს ოპოზიციაზე ზეწოლის შემდეგ დაიჭირეს. ფელიქს ნავარომ და ხოსე ფერერმა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლის გამო 25 წლიანი პატიმრობა მოიხადეს.
თებერვალში კუბის ხელისუფლებამ კიდევ ერთი ცნობილი ოპოზიციონერი დიოსადო გონსალესი გაათავისუფლა, რომელსაც 2003 წელს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
იმ დროს დამატებით კიდევ 8 პატიმარი გამოუშვეს კუბის ციხიდან. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც აღკვეთის ადგილების დატოვებისა და ესპანეთში გამგზავრების ნებართვა მიიღო, 78-ს მიაღწია.
5 თებერვალს კუბის ხელისუფლებამ კიდევ ორი ცნობილი პოლიტპატიმარი_ანხელა მოია და გუიდო სიგლერი გაათავისუფლა, რომლებიც იმ 52 დისიდენტს შორის იყვნენ, რომელთა გვარიც ჯერ კიდევ გასულ წელს გასათავისუფლებულთა სიაში მოხვდა.
ორივე მათგანი 75 ჟურნალისტს, მწერალსა და პოლიტიკურ აქტივისტს შორის იყო, რომლებიც კუბის პოლიციამ 2003 წლის მარტში რეპრესიული რეიდის დროს დააკავა. ეს პერიოდი კუბაში "შავი გაზაფხულის" სახელით იყო ცნობილი.
გათავისუფლების შემდეგ პოლიტპატიმართა უმრავლესობა ესპანეთში კათოლიკური ეკლესიის შუამავლობის საფუძველზე გაგზავნეს.