ნატომ საჰაერო დარტყმის გამო, რომლის შედეგადაც 13 მეამბოხე დაიღუპა, ლიბიელ მემბოხეებს ბოდიში მოუხადა . ინფორმაციას ბრიტანული არხი "სქაი ნიუსი" ამბოხებულთა გენშტაბის ხელმძღვანელზე აბდელ ფატახ იუნისზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეტალური ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქალაქ აჯაბიას ჰოსპიტალიდან გავრცელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის საჰაერო ძალებმა მას შემდეგ განახორციელეს თავდასხმა, რაც მეამბოხეებმა ქალაქ აჯაბიას მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადაფის მხარდამჭერებმა უკან დაიხიეს და ქალაქის დასავლეთ ნაწილზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ლიბიის სახელმწიფო არხიც, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.