ხვალ, 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.
შეხვედრა პარლამენტში 17:00 საათზეა დაგეგმილი. მხარეები საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აპატურაი ვიცე-პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებსა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან გამართავს შეხვედრებს. გარდა ამისა, დაგეგმილია აპატურაის სტუმრობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.