7-8 აპრილს საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აპატურაი 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. აპატურაი შეხვდება ასევე ვიცე-პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებსა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.
ნატოს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი მარტის ბოლოს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო ის რამდენიმე დღით გადაიდო.