საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა კასპის რაიონში მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელი გახსნა.
ხიდზე მოხდა ბურჯების გამაგრება, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი.
ხიდის საერთო სიგრძე 125 მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია "ხიდმშენი99-მა" შეასრულა.
აღნიშნული ხიდი 24 სოფელს მოემსახურება და ხელს შეუწყობს მსუბუქი და მძიმეწონიანი ავტოტრანსპორის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.