დღეს, 6 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლში ძიუდოში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატი დასრულდება.
გამარჯვებულები 4 წონაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
გუშინ მედლებისათვის ერთმანეთს 60, 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები შეერკინენ.
ტურნირს საერთაშორისო კომისარი სლოვაკი მარიან ჰეპკა ემსახურება, რომელიც საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირმა მოავლინა.