ქუთაისში საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს.
აღმასკომმა ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად გიორგი ალექსიძე აირჩია, ვიცე-პრეზიდენტად კი იმერეთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი, დავით ხახალეიშვილი.
დელეგატებმა ფედერაციის წესდებაში ცვლილებების განხორციელებაზეც იმსჯელეს.