საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის მაია კოპალეიშვილი ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო სასამართლოს ქალაქ ბათუმში გადატანას გამოეხმაურა.
"არაფერი ისე არ მოუხდა ბათუმს, როგორც ეს სასამართლო და არაფერს ისე არ მოუხდა ბათუმი როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ შევქმენით ეს პრეცედენტი რომელიც ძალიან წარმატებულია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ საქართველო არ არის დაყოფილი საქართველოს ერთ ქუჩად და საქართველოს დანარჩენ ქუჩებას და რომ რუსთაველზე რაც ხდება მხოლოდ აი არის მთავარი და ყველაფერი რაც ხდება რუსთაველს იქით, ის არის მეორე და მეასე ხარისხოვანი.
"ამის თავზე მოხვევა უნდოდათ ჩვენთვის ათწლეულობის განმავლობაში, რომ მთავარია ერთი და იგივე რამდენიმე ასეული კაცი იყოს კარგ ხასიათზე, ისინი ჭამდნენ, ისინი სვამდნენ დანარჩენი კი ვინ რას იფიქრებს არ არის მნიშვნელოვანი. ერთი ხმა არის ერთი ადამიანი და ერთი ადამიანი არის ერთი ხმა _ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი დემოკრატიის", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ყველა ადამიანს აქვს ერთი ხმა და ყველა პოლიტიკოსს აქვს იმდენი გავლენა, რამდენსაც ის მოიპყრობს თავის მხარეს.