დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სასტუმრო "ბათუმი შერატონის" დასრულებული ნაწილის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ამ ქალაქში დაწყებული მშენებლობების მნიშვნელობაზე ისაუბრა სრულიად საქართველოსათვის.
"ეს მშენებლობები ბათუმელებისა და საქართველოსათვის ნიშნავს ხალხის დასაქმებას. ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ მომსახურეთა ერად გადავიქეცით. არა მგონია, რომ ირალიელები, ფრანგები და თურქები ამაზე წუწუნებდნენ. მათი შემოსავალია ეს, მათი სიმდიდრეა და ყველაფერი რითაც შენს ოჯახს არჩენ საამაყოა და არაფერი დასაძრახი ამაში არ არის",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის რომ ასეთი ბრენდები შემოდიან საქართველოში ნიშნავს მხოლოდ ერთს _ ამ ბრენდებს მოყვება უამრავი ინვესტიცია უკან.
"ეს ის ინვესტიციებია, რომლებიც ქმნიან ქარხნებს, ფაბრიკებს, ინფრასტრუქტურის ცენტრებს, ფინანსულ მომსახურებას და საქართველი უნდა გახდეს ისეთივე მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურების ცენტრი, როგორც იყო სინგაპური თავის რეგიონში, როგორიც კრიზისამდე იყო დუბაი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.