რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველომ უკვე აღადგინა ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ჰქონდა.
მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ომამდელი პოტენციალი უკვე აღდგენილია.
"შეიარაღება საქართველოში ახლაც შედის, უმეტეს შემთხვევაში, იგი თავდასხმითი ხასიათისაა", _ განაცხადა ლავროვმა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.