ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ლიბიისთვის ტრილიონ დოლარს არ დახარჯავს. ბარაკ ობამას თქმით, შექმნილ ვითარებაში ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა "ყველაფერ იმის ღალატი იქნებოდა, რასაც ამერიკა წარმოადგენს". ამის შესახებ ობამამ ნაციონალური თავდაცვის ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
"ზოგიერთ ქვეყანას იმ ბოროტებაზე თვალის დახუჭვა შეუძლია, რაც სხვა სახელმწიფოებში ხდება. თუმცა აშშ ასეთი არაა", _ აღნიშნა ობამამ.
მისი თქმით, ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის მოქმედებებმა შეაჩერა ის სასაკლაო, რაც რეგონის სტაბილურობას ხელს უშლიდა.
ობამამ აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო გზით ჩამოგდების მცდელობა "ძვირადღირებული შეცდომა" იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ერაყში რეჟიმის შეცვლამ რვა წელს გასტანა, რამაც ათასობით სიცოცხლე და დაახლოებით ტრილიონი დოლარი შეიწირა.