იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კვლავაც ქვეყნის შეძლებულ ადამიანად დასახელდა. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera იტყობინება. გაზეთის ცნობით, 2010 წელს პრემიერის დეკლარირებულმა შემოსავალმა 41 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 77 %-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
2009 წლის განმავლობაში ბერლუსკონიმ, რომელიც Forbes-ის მდიდართა სიის მიხედვით, მე-18 ადგილს იკავებს, 23 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა, არამედ_ უმსხვილესი მწარმოებელიც. ბერლუსკონის ჰოლდინგი Fininvest-ი დაახლოებით 150 კომპანიას აერთიანებს, რომელიც პოლიტიკოსის აქტივებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მართავს. ბერლუსკონი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ შემოსავლების დაფარვის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და მექრათამეობის გამო.
იტალიის პრემიერის შემოსავლები 28 მარტს გამოაქვეყნეს, იმ დღეს, როცა უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ბერლუსკონი ფინანსურ მაქცინაციასთან დაკავშირებით სასამართლოში პირველად გამოცხადდა.