აჭარაში ინვესტირების მსურველთათვის, შესაძლოა, გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. აჭარაში ინვესტორების მოზიდვის გეგმაზე, დღეს რეგიონის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
აღნიშნული გეგმა აჭარაში წლის ბოლომდე 5 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ითავლისწინებს.
დღესვე მთავრობის სხდომაზე აჭარაში საინვესტიციო საქმიანობის გამარტივებაზე იმსჯელეს. ინიციატივა რეგიონში ინვესტირების მსურველებს მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს. პროექტი განსახილველად საქართველოს მთავრობას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.