მობილური ოპერატორი "ბილაინი" ქალებს ახალ, ყველაზე "უნიქალურ" ტელეფონებს სთავაზობს. ALCATELI (OT 808) მოდელის გასახსნელი ტელეფონი, Qwerty კლავიატურით, ვარდისფერი და ნაცრისფერ ფერშია, ფერადეკრანიანია.
ტელეფონი აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი კამერით, ვებკამერით, MP3 პლეიერით, რადიო, მაღვიძარა, Opera Mini 4 ბრაუზერით, Facebook-ის და Twitter-ის აპლიკაციებით. ტელეფონის საცალო ღირებულებაა 160 ლარი, მისი შეძენა მხოლოდ ბილაინის აბონენტთა მომსახურების ოფისებშია შესაძლებელი.
მობილური ტელეფონი მხოლოდ "ბილაინის" ქსელში მუშაობს.
"კომპანია ბილაინი კაცობრიობის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილს, ქალბატონებს სიახლეს ვთავაზობთ, რომელიც მათ მოთხოვნებსა თუ სურვილებზე განსაკუთრებით მორგებულია . დარწმუნებულები ვართ, ეს მოდელი, რომელიც ფუნქციონალური ნაწილის გარდა , ძალიან მომხიბლელადაც გამოიყურება, 2011 წლის გაზაფხულის ყველაზე მოდურ აქსესუარად იქცევეა", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.