ხვალ, 30 მარტს, პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, შემაჯამებელი სამთავრობო დებატები გაიმართება.
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დებატები პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან გაიმართება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვები მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრ დაუსვან.
დებატების ბოლოს პრემიერ-მინისტრი შემაჯამებელ მოხსენებით გამოვა, რის შემდეგაც სამთავრობო კვირეულს დეპუტატებიც შეაჯამებენ.
სამთავრობო დებატების შემაჯამებელი რიგგარეშე პლენარული სხდომა 29 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნით 30 მარტისთვის გადაიდო. ოპოზიციამ დრო მინისტრების მიერ დასახლებული ფაქტების გადასამოწმებლად მოითხოვა.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულის სხდომაზე სამთავრობო დებატები 12:00 საათზე დაიწყება.
გასულ კვირას ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დებატები მოხსნებით პრემიერ-მინისტრმა გახსნა, რომლის შემდეგაც მთელი კვირის განმავლობაში დეპუტატები ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ლტოლვილთა, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ანგარიშებს უსმენდნენ, რის შემდეგაც საპარლამენტო დებატები გაიმართა.
მოსმენების პარალელურად საპარლამენტო ოპოზიციამ სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბალიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენეს, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო.