მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით მეთიუ ბრაიზამ კომენტარი გააკეთა.
"ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. ვამჯობინებდი, რომ მის შესახებ არ მელაპარაკა, რადგან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ამასთან დაკავშირებით უკვე თავად გააკეთეს განცხადება", _ ამის შესახებ მთიანი ყარაბახის კონფლიქტზე კომენტირებისას აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
ბრაიზას თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს ანგარიში მიიღო, თანათავმჯდომარეები კი გულმოდგინედ მუშაობენ და კონფლიქტის მოგვარების მხრივ მაღალი დონის პროფესიონალიზმს ავლენენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ეუთოს მისიის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ანგარიში წარუდგინეს ამავე ორგანიზაციის შეფასებითი მისიის გენერალურ მდივანს, მარკ პერენ ბრიშამბოს.