საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, გერის მკვლელობაშია ბრალდებული. ინციდენტი თურქეთში მოხდა. ამ დრომდე ქართველი დიპლომატები ადგენენ, არის თუ არა ბრალდებული რეალურად საქართველოს მოქალაქე.
სტამბულის ცენტრში ეკატერინე ოჩხიკიძე 11 წლის გერი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა და ტყეში გადაყარა.
ინციდენტის ადგილიდან საქართველოს მოქალაქემ ყველა სამხილის განადგურება მოასწრო.
მკვლელობაში ეჭვმიტანილია ეკატერინე ოჩხიკიძე დედაც. ორივე ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
აღნიშნული ფაქტი დილიდან თურქული მედიის მთავარი თემაა.