შეიარაღებული პირები ერაყის ქალაქ ტიკრიტის საბჭოს შენობას დაესხნენ თავს და მომსახურე პერსონალს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 10 თანამშრომელი დაიღუპა.
"ორი პოლიციელი შენობის გარეთ მოკლეს, დანარჩენი 8 კი შენობაში", - განაცხადა საბჭოს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა. მისი თქმით, რამდენიმე ათეული ადამიანი დაჭრილია.