შვეიცარიაში გასაყიდად გამოიტანენ იშვიათი ეროტიკული საათების კოლექციას. კერძო კოლექციაში 33 საათია. საათები შემკულია გარყვნილი იმიჯით, რომელიც 18-19 საუკუნის ოსტატთა ნამუშევარს წარმოადგენს. ერთ-ერთი ნივთი დამზადებული 18 საუკუნის ბოლოს, შესრულებულია ჟენევაში მცხოვრები ოსტატის განრი კაპტის მიერ. საათზე ჩანს "ნახევრად ჩაცმული საყვარლები სარისკო პოზაში". მასში აუქციონის სახლი "Antiqurom" საწყის ფასად 70000 დოლარს ითხოვს.
" Antiqurom -ის" დირექტორი ელენ ლიმერი ამბობს, რომ კოლექციონერი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტკბებოდა განსაკუთრებული ნივთების შეგროვებით.
"კოლექციის მფლობელი, რომელმაც დიდი ხანია 70-ს გადააბიჯა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ტკბებოდა შეგროვების პროცესით. ახლა ის ტკბება მისი გაყიდვის პროცესით. იგი გვეხმარება შევქმნათ კატალოგი და დავწეროთ მაზე გასართობი კომენტარები", - განაცხადა ლიმერმა.