როგორც BBC იუწყება, ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურიდან წამოსულმა რადიაციამ ბრიტანეთშიც შეაღწია.
შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში რადიაქტიური იოდის მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი.
როგორც შოტლანდიის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, აღმოჩენილი რადიაქტიური ნივთიერებები იმდენად მცირეა, რომ ის საფრთხეს მოსახლეობას საერთოდ არ შეუქმნის.
შეგახსენებთ, რომ ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა.