აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ვასილჩენკო აცხადებს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიზანი "არის იმ ტრადიციების შენარჩუნება, რომლებიც აფხაზურ არმიაშია".
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადება და აფხაზეთისა და მისი ხალხის ხელშეუხებლობა ვუზრუნველვყოთ", _ განაცხადა ვლადიმერ ვასილჩენკომ და დასძინა "დარწმუნებული ვარ, რომ დასახული ამოცანები შესრულებული იქნება".
ვლადიმერ ვასილჩენკომ ამ თანამდებობაზე ანატოლი ზაიცევი შეცვალა. ადრე ვასილჩენკო ციმბირის სამხედრო რაიონულ ოლქის ოპერატიული სამმართველოს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ვასილჩენკო დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ვასილჩენკო ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას წარუდგინა.